ბორის ჯონსონი შესაძლოა, თანამდებობიდან გადააყენონ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შესაძლოა, თანამდებობიდან გადააყენონ. როგორც კონსერვატიულ პარტიაში განაცხადეს, ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა დღეს საღამოს უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ბორის ჯონსონის მიერ კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის წესების დარღვევის ფაქტს, რასაც ბრიტანულ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

კენჭისყრის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. აღნიშნული შესახებ ინფორმირებულია ბორის ჯონსონიც. როგორც პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, ჯონსონი მიესალმება კენჭისყრის დანიშვნას, რადგან მისი თქმით, „ეს დაასრულებს თითქმის ერთთვიან სპეკულაციებს და მთავრობას წინსვლის საშუალებას მისცემს“.

ბორის ჯონსონს პარტიის ლიდერისა და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანმდებობიდან გადასაყენებლად 180 კონსერვატორი დეპუტატის ხმა არის საჭირო.

banner
წინა სტატიაშირუსი სამხედროები ამჟამად არ აკონტროლებენ ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილს, მაგრამ მთლიანად ბომბავენ მას
შემდეგი სტატიალუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სევეროდონეცკში ვითარება გართულდა