რუსი მწერალი-სატირიკოსი საქართველოში ჩასვლისა და ქართველებისთვის სიყვარულის ახსნის მოწოდებას აკეთებს

რუსი მწერალი-სატირიკოსი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში სპეციალურად ჩასვლისა და ქართველებისთვის სიყვარულის ახსნის მოწოდებას აკეთებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულების კომენტირებისას, რომელმაც საქართველოში ფრენები აკრძალა.

მწერალმა “ფეისბუქზე” დაწერა, რომ ახლა სპეციალურად უნდა წავიდნენ “ამ საოცარ ქვეყანაში და სიყვარულში გამოუტყდნენ (მას)”. მან გაიხსენა, რომ იგივეს ამბობდა რუსეთის ხელისუფლება 2006 წელს “თავისუფალი საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეგენერატიული სიძულვილის შეტევისას”. მაშინ მან რუსეთის მიერ წარმოებული ანტიქართული პროპაგანდის გასაპროტესტებლად საქართველოში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად მანქანით იმგზავრა.

banner
წინა სტატიაშისამარცვხინო და უპასუხისმგებლო სასულიერო პირები დეკანოზ შალვა კეკელიას სახით ვაჟკაცობაზე დებენ თავს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-კობახიძე, სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას ითხოვს