ექსკლუზივი-კობახიძე, სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას ითხოვს

ირაკლი კობახიძის, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დასასრული ვითომ ვიხილეთ, მაგარამ კაბახიძე ყურმოჭრილი მონა არ აღმოჩნდა, როგორც ეს მავანთ ეგონა. კობახიძე ახალ თანამდებობას ეძებს – “თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ “ქართულ ოცნებას” ულტიმატუმი წაუყენა და უზენაეს სასამართლოში პოსტი მოითხოვა. “წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ დატოვებს პარლამენტს”.

ულტიმატუმის ენა  ასე ჟღერს: “სანამ “ქართული ოცნება” არ მიიღებს გადაწყვეტილებას მე პარლამეტის მანდატს არ დავტოვებ” -ამის შესახებ “თაიმერს” სამთავრობო წყარო უყვება.

მოქმედი კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 10 წლის ვადით ირჩევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შემადგენლობიდან.

“კობახიძის უზანაესი სასამრთლოს პოსტზე კახი კალაძე და თავად არჩილ თალაკვაძე ლობირებენ. ვნახოთ რას იზამს ბიძინა. კობახიძის ულტიმატუმის ენა, როგორც ამბობენ კალაძე-თალაკვაძემ შეურჩიეს” – აცხადებს “თაიმერის” წყარო სააგენტოსთან საუბრისას.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშირუსი მწერალი-სატირიკოსი საქართველოში ჩასვლისა და ქართველებისთვის სიყვარულის ახსნის მოწოდებას აკეთებს
შემდეგი სტატიაგაჩერებაზე მიკროავტობუსის მძღოლი მოკლეს