სამარცვხინო და უპასუხისმგებლო სასულიერო პირები დეკანოზ შალვა კეკელიას სახით ვაჟკაცობაზე დებენ თავს

ღიმილის მომგვრელია, რომ ეკლესიისათვის სამარცვხინო და უპასუხისმგებლო სასულიერო პირები დეკანოზ შალვა კეკელიას სახით ვაჟკაცობაზე დებენ თავს . მეუფე პეტრემ სინოდს მიმართა ერთი წლის წინს აღკვეთილიყო დაბალ იერარქთა უტიფრობა და ცილისმწამებლური განცხადებები, რასაც დღემდე ველოდებით საეკლესიო სამართლის ნორმებით. დეკანოზმა შალვა კეკელიამ უმჯობესია ჯერ ჭორვილის მონასტრის ე. წ. ,,ინციდენტს” გასცეს პასუხი და ასევე გაიხსენოს პატრიარქთან მომხდარი უხერხულობა, რომელსაც კარგა ხანს თავად ჭორაობდა და მერე დასვას შეკითხვები. პირველ დღეს, 20 ივნისის საღამოს მე თვითონ ვიდექი ქაშვეთთან და ტაძარი დაკეტილი იყო, ადგილობრივ მღვდელს (დეკანოზ ელიზბარს) რომ ვკითხეთ რატომ? მან თქვა, რომ საშიშროება იყო ვინმეს არ გაექურდაო! მატყუარა და მზაკვარი ადამიანები ცდილობენ საკუთარი შეცდომა სიცრუით გადაფარონ.
სიმართლე და სიცრუე არ იზომება სიტყვებით, ეს უფრო ცხოვრების წესია, რითაც ჩანს ადამიანის ბუნება. კეკელიას თავხედობას დიდი ხანია ვაკვირდებით, ის ნებისმიერ ურჯულო დავალებას შეასრულებს, რადგან არ არსებობს მორალი და ეთიკა მის ცხოვრებაში. სანამ სინოდი შეიკრიბება და საეკლესიო კანონებით იმსჯელებს მას აქვს მინიჭებული სიცრუის თავისუფლება, მაგრამ მოუწევს სიმართლის უღელი დაიდგას უპრინციპო თავზე. შევარდნაძის რეჟიმის გამმართლებელი ადამამიანები საუბრობენ სიმართლეზე, ცოტა უხერხულია! სულიერი აშლილობა და ავადმყოფობა იმდენად ძნელად საკურნებელია, მას ფსიქიატრიაც ვერ უმკლავდება, როგორც ონკოლოგია კიბოს სნეულებებს. სულიერი ავადმყოფობა- ეს ოცდამეერთე საუკუნის ჭირია, რაც კეკელიასნაირთა განცხადებით უფრო აშკარად შესამჩნევი ხდება. თუკი შუა საუკუნეებში შავი ჭირის ეპიდემიის დროს ქუჩებში დაუმარხავი გვამები ეყარა, რომლებთან მიახლოება ეშინოდათ, ჩვენს დროში, თბილისის ქუცებში სიგიჟის ჟინით დაავადებულნი თავისუფლად გადაადგილდებიან და ინტერვიუსაც აძლევენ. სიმართლის ძალას ვერანაირი დეზინფორმაციითა და ცილისწამებით ვერ გადაფარავთ! ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს კი სხვებისგან განსხვავებით პასუხგაუცემელი შეკითხვები არასდროს ჰქონია და ღვთის წყალობით არც ექნება… უფალი მეფობს!

მღვდელმონაზონი ანდრია

banner
წინა სტატიაშითამარ ჩხეიძე: პუტინმა ამ დღეებში საქართველოში მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა
შემდეგი სტატიარუსი მწერალი-სატირიკოსი საქართველოში ჩასვლისა და ქართველებისთვის სიყვარულის ახსნის მოწოდებას აკეთებს