რუსი დაქირავებულები სირიაში აშშ-ს ძალებზე თავდასხმას ცდილობდნენ – უესს მიტჩელი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა უესს მიტჩელმა განაცხადა, რომ რუსი დაქირავებულები სირიაში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას აპირებდნენ – მის ჩვენებებშია ამაზე საუბარი, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტს მისცა 18 აპრილს.
“სირიაში მოსკოვის გაუაზრებელმა ჩარევამ და ასადის რეჟიმის მხარდაჭერამ დასავლეთთან კონფლიქტის რისკი გაზარდა. რამდენიმე ხნის წინ აშშ-ს სამხედრო ძალებზე რუსი დაქირავებულების თავდასხმა მსგავსი საქმის ერთ-ერთი გამოსაფხიზლებელი მომენტი გახდა” -განაცხადა მიტჩელმა.
სირიის სამთავრობო ძალებმა “სირიის დემოკრატიულ ძალებს”, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, 7 თებერვალს შუტიეს. ამ დროს პოზიციაზე იმყოფებოდნენ, ასევე ამერიკელებიც. მათ ჰაერიდან დახმარება მოითხოვეს. 7 თებერვლის შეტაკებებში მონაწილეობდნენ რუსი დაქირავებული სამხედროები დაჯგუფება “ვაგნერიდან”. გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეტაკების დროს ათობით რუსი დაქირავებული დაიღუპა. ოფიციალური კრემლი ინფორმაციას არ ადასტურებს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პარლამენტმა რუსეთის მხრიდან ატომური იარაღის გამოყენებაზე იმსჯელა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი სასჯელაღსრულების მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდება