ბრიტანეთის პარლამენტმა რუსეთის მხრიდან ატომური იარაღის გამოყენებაზე იმსჯელა

ბრიტანეთის პარლამენტში განიხილეს, შეუძლია თუ არა ნატოსთან ჰიპოთეტური კონფლიქტისას რუსეთს ატომური იარაღის გამოყენება. მოსმენებზე გამომსვლელმა ბრიტანელმა ანალიტიკოსმა, მეცნიერამ ჯასტინ ბრონკმა ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა. თავდაცვის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ნატო-რუსეთის კონფლიქტის ჰიპოთეტური შემთხვევის განხილვაზე, მეცნიერმა თქვა, რომ რუსეთი შეეცდება ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაციები არ აწარმოოს, ამიტომ, დიდი ალბათობით, ის ატომურ იარაღს გამოიყენებს, რომელიც დაბალი სიმძლავრის იქნება – მოსმენები, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში 17 აპრილს გაიმართა, ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხს ეხებოდა.

“არა მაქვს იმის არანაირი ეჭვი, რომ რუსეთი ნატოსთან ისეთი კონფლიქტის ინიცირებას არასდროს მოახდენს, რომელიც, მათი გათვლებით 7 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება. თუკი ის ასეთ კონფლიქტს დაიწყებს, აუცილებლად წააგებს მას, იმიტომ, რომ ნატოს სამეწარმეო და ადამიანური რესურსებით უზარმაზარი უპირატესობა აქვს” – ჯასტინ ბროკმა თქვა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანული ოპოზიცია: დიქტატორი დიქტატორს ეხმარებ
შემდეგი სტატიარუსი დაქირავებულები სირიაში აშშ-ს ძალებზე თავდასხმას ცდილობდნენ – უესს მიტჩელი