პრეზიდენტი სასჯელაღსრულების მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სასჯელაღსრულების მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდება. მთავარი თემა გიორგი მარგველაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც დროებით ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით შეწყალების აქტი აღარ გამოიცემა. ინიციატივა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ გაჩნდა. შეხვედრაზე განიხილება ასევე მოსაზრება – გაფართოვდეს შეწყალების კომისიის შემადგენლობა. პრეზიდენტი ამ საკითხის შესახებ უკვე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს

banner
წინა სტატიაშირუსი დაქირავებულები სირიაში აშშ-ს ძალებზე თავდასხმას ცდილობდნენ – უესს მიტჩელი
შემდეგი სტატიაუმრავლესობის სხდომა პარლამენტში დღესაა დაგეგმილი