რუსეთში პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მოკლა

რუსეთში, პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მოკლა. დმანისის მკვიდრი ვაკილ აბდულაევი 3 დღის წინ დაკრძალეს. მის მკვლელობაში ბრალდებული კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს.

გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი ამბობს, რომ რუსეთში აბდულაევი მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა და ძალის გამოყენებით დაკავება სცადა. წინააღმდეგობის გაწევის გამო კი ერთერთმა პოლიციელმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით თავში ესროლა.

აბდულაევი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახი მკვლელის დასჯას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენის ნინოწმინდის პანსიონში შეშვებას “ოცნებაც” ითხოვს
შემდეგი სტატიანათელაშვილი – ეს, ფაქტობრივად, “ლეიბორისტული პარტიის” აკრძალვაა