ომბუდსმენის ნინოწმინდის პანსიონში შეშვებას “ოცნებაც” ითხოვს

“ქართული ოცნების” დეპუტატები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში დღესაც მივიდნენ. შალვა პაპუაშვილი და ბექა დავითულიანი საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა სახლში გუშინ ჩავიდნენ. მათი თქმით, მათ ამოცანაა დაძაბულობა გაანეიტრალონ და სოციალურ მუშაკებს შესაბამისი სამუშაო გარემო შეუქმნან:

“ჩვენი ამოცანა იყო ის, რომ დაძაბულობის ფონი და სტრესული გარემო, რომელიც გუშნ ვნახეთ, რომ არსებობდა, განეიტრალებულიყო. სწორედ, იმისთვის, რომ სოციალურ მუშაკებს შესაბამისი სამუშაო გარემო ჰქონოდათ. ვფიქრობ, რომ სოც. მუშაკებს ეს გარემო აქვთ. გვქონდა ჩვენ შეხვედრა, მათ შორის, აღსაზრდელებიც ვნახეთ. გარკვეული სტრესული გარემო მათთვისაც არის. მათ შორის ძლიერი საზოგადოებრივი და მედიის ყურადღება, რომელსაც ისინიც გრძნობენ. მთავარია, სახელმწიფო სტრუქტურებს მიეცეს მუშაობის უფლება”, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

რაც შეეხება, ომბუდსმენის მონიტორინგს, როგორც ბექა დავითულიანი ამბობს, ეს კანონის მოთხოვნაა, რომელიც უნდა აღსრულდეს.

“სამწუხაროდ, ეს ბავშვები თავიდანვე სტრესული გამოცდილებით მოვიდნენ ამ პანსიონატში. ამ სტრესულ გამოცდილებას ემატება ისიც, რომ აქაც მშობლის ზრუნვის გაეშე უწევთ ცხოვრება. როდესაც ბავშვებზე მშობელი ვერ ზრუნავს, სახელმწიფო ვალდებულია, მშობელივით იზრუნოს ამ ბავშვებზე. მონიტორინგს რაც შეეხება, ესაა კანონის მოთხოვნა, რაც, რა თქმა უნდა, უნდა აღსრულდეს”, – ამბობს დავითულიანი.

banner
წინა სტატიაშიშემაკავებელი ორდერი ნინოწმინდის პანსიონის დირექტორისთვის – შსს-ს პასუხი არასამთავრობოებს
შემდეგი სტატიარუსეთში პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მოკლა