ნათელაშვილი – ეს, ფაქტობრივად, “ლეიბორისტული პარტიის” აკრძალვაა

ეს, ფაქტობრივად, “ლეიბორისტული პარტიის” აკრძალვაა, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ამბობს, რომ ის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მადატებზე უარის თქმის შემთხვევაში, პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას დაკარგავს, უსამართლოა.

ადგილი აქვს მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში პოლიტიკური პარტიის უპრეცედენტო დევნა-რეპრესიას. მას შემდეგ, რაც რეჟიმმა ვერაფრით გატეხა ლეიბორისტული პარტია, ვერ გვაღიარებინა დანაშაულებრივი პარტლამენტი და ვერ შეგვიყვანა შიგ, წუხელ შუაღამისას, ივანიშვილის დავალებით პარლამენტის იურიდიულმა კომიუტეტმა მეორე მოსმენით კენჭი უყარა კანონპროექტს, ფაქტობრივად, ლეიბორისტული პარტიის აკრძალვის შესახებ…. აი ამ სამარცხვინო ორგანოში შეუსვლელობის შემთხვევაში ჩამოგვერთმევა პარტიისათვის განკუთვნილი მსოფლიოს აღიარებული ყველა ის საკანონმდებლო პრივილეგია რის გარეშეც პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობა შეუძლებელია, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთში პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მოკლა
შემდეგი სტატიაყიფშიძის N10-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო