რუსეთში, ომსკის კოლონიაში მასობრივი არეულობებია

რუსეთში, ომსკის მე-6 კოლონიაში პატიმრების მასობრივი ბუნტი დაიწყო – 7 ოქტომბერს სასჯელაღსრულების ფედერალური სამმართველოს პრეს-სამსაურმა გაავრცელა. ინციდენტი საღამოს 6 საათზე მოხდა. მომხდარის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. ოფიციალური ვერსიით, “უარყოფითად განწყობილმა პატიმრებმა დადებითად განწყობილი პატიმრების დაქვემდებარება განიზრახეს, რომლის შემდეგადაც მათ შორის დაიწყო ჩხუბი”. უფლებადამცველების ვერსიით, პატიმართა ჯგუფმა ცემეს “აქტივისტები”, ანუ პირები, რომლებიც ხელმძღვანელობას კოლონიის მართვაში ეხმარებიან, მათ “აქტივისტების” წნეხს ვერ გაუძლეს და მოხდა დაპირისპირება. სხვადასხვა ვერსიით, პატიმრებმა მოლაპარაკებები გამართეს და შერიგდნენ, არაოფიციალური ვერსიით, კოლონიაში “ომონი” შეიყვანეს.

banner
წინა სტატიაშირუმინეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმი ჩაიშალა
შემდეგი სტატიაფონდ “იავნანას” საქმე – დღეს პაატა ბურჭულაძის მეუღლეს სასამართლოში დაკითხავენ