რუმინეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმი ჩაიშალა

რუმინეთში კვირას, 7 ოქტომბერს ორდღიანი რეფერენდუმი ჩაიშალა, რომელზეც მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა ერთნაირსქესიათა ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო შესწორება. საჭირო 30%-ის ნაცვლად, დასწრება 20% იყო.

არსებულ ძირითად კანონში ქორწინება აღინიშნება, როგორც გენდერულად ნეიტრალური “მეუღლეებს შორის კავშირი”. პლებისციტის ინიციატივა იყო ფორმულირების შეცვლა “მამაკაცსა და ქალს შორის კავშირით” და ის კონსერვატიულმა “კოალიცია ოჯახისათვის” და სხვა ჯგუფებმა წარმოადგინეს – რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით მათ სამი მილიონი ხელმოწერა შეაგროვეს.

რუმინეთში ჰომოსექსუალიზმი დიდი ხნის მანძილზე იკრძალებოდა. მისი ლეგალიზება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ზეწოლით 2000 წლისათვის მოხდა. მაშინ რუმინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე ცნობილი საოპერო მომღერლის, მონსერატ კაბალიეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიარუსეთში, ომსკის კოლონიაში მასობრივი არეულობებია