რუსეთში მთავრობის შეურაცხყოფისა და ყალბი ინფორმაციისთვის სასჯელი გაიზარდა

დღეიდან რუსეთში მთავრობის შეურაცხყოფისა და ყალბი ინფორმაციისთვის უფრო მეტად დაისჯებიან – კანონპროექტი ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების, სახელმწიფო სიმბოლოებისა და სახელმწიფო ორგანოების შეურაცხმყოფელი პუბლიკაციებისათვის, სახელმწიფო დუმამ მეორე მოსმენით მიიღო. საბოლოო განხილვა 7 მარტს შედგება – “დოიჩე ველე” წერს.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის მთავრობა ამ კანონით მათთვის არასასურველი ინფორმაციის დაბლოკვას დაიწყებს. რუსეთის მთავრობა ყალბი ინფორმაციების გავრცელებაში, განსაკუთრებით დასავლურ მედიას ადანაშაულებს.

საზოგადოების, სახელმწიფო სიმბოლოებისა და სახელმწიფო ორგანოების შეურაცხმყოფელი პუბლიკაციებისათვის ჯარიმა 20-ჯერ გაიზარდა და ის დაახლოებით 12 ათასი ლარის ნიშნულამდე ავიდა, ან პირი 15 დღე-ღამით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძესთან ივანიშვილს სხვა, უფრო დიდი პრეტენზიები აქვს და ამიტომაც შეტევა არჩევნების მეორე ტურის მერე გააძლიერა
შემდეგი სტატიარუსეთში გერმანულმა ინვესტიციებმა, საბჭოთა კავშირის შემდეგ, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია