რუსეთში გერმანულმა ინვესტიციებმა, საბჭოთა კავშირის შემდეგ, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია

მიუხედავად გერმანული და ევროპული სანქციებისა, რომელიც მათ რუსეთს დაუწესეს, 2018 წელს გერმანული კომპანიების ინვესტიციები რუსულ ეკონომიკაში 2 მილიარდი ევროთი გაიზარდა – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურ ბანკზე დაყრდნობით “დოიჩე ველე” წერს. საუბარია 2017 წელთან შედარებით ინვესტიციების ბრუნვის 26,4%-ით გაზრდაზე. ეს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციასა და გერმანიას შორის ტვირთბრუნვა 8,5%-ით გაზრდილია და 61,9 მილიარდი ევრო შეადგინა – ესეც რეკორდია, რომელიც 2012 წელს 81 მილიარდს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში მთავრობის შეურაცხყოფისა და ყალბი ინფორმაციისთვის სასჯელი გაიზარდა
შემდეგი სტატიააშშ-ში უამინდობის გამო სახლები გაიყინა