ხაზარაძესთან ივანიშვილს სხვა, უფრო დიდი პრეტენზიები აქვს და ამიტომაც შეტევა არჩევნების მეორე ტურის მერე გააძლიერა

ამ ტექსტში ორი მთავარი რამ ამოვიკითხეთ: წერეთლის ტვ პირველი მოგვეყიდოსო და მამუკა ხაზარაძემ(მ.ხ.) მიშას საჯაროდ აგინოსო.

მეორე ტურის წინ მამუკამ მიშას აგინა, ტვ პირველი იმედის დანამატი არ გახდა.

ხაზარაძესთან ივანიშვილს სხვა, უფრო დიდი პრეტენზიები აქვს და ამიტომაც შეტევა არჩევნების მეორე ტურის მერე გააძლიერა. ტვ პირველის მფლობელი მისი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს არ უშვებს სამსახურიდან და ტვ იმედის ” საგანგებო” სახელისუფლებო რეჟიმში არ გადადის.
ეს მოცემულობა გვაქვს. დიდხანს ვერ გაიწელება ეს ამბავი.

წერეთელი იტყვის, ალბათ, მის ვერსიას “საგანგებო რეჟიმზეც” და შუამავალზეც. ხაზარაძეც მზადაა, როგორც ჩანს, იმავე საკითხებზე მეტი ილაპარაკოს…

მამუკა ხაზარაძემ ამ ტექსტის პროკურატურაში მიტანით ფაქტიურად გამოიწვია ტვ პირველის მფლობელი წერეთლები – გვარს არ დავასახელებ, კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომ არისო.ის 11 წლის წინანდელი 17 მილიონიც ხომ ჭუტა წერეთელს უკავშირდება,

არ დაგვავიწყდეს. ქვეყნის წამყვან მილიონერთა ბიზნეს სოლიდარობას მივიღებთ ქვეყნის გარე, ძირითადად ყოფილ მეტროპოლიაში – რუსეთში მილიარდების მშოვნელი, ქვეყნის უპასუხისმგებლო პერსონალური მმართველის წინააღმდეგ თუ ერთმანეთთან წაკიდებას, უაღრესად მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანი ტესტია, არა მარტო ამ ადამიანებისთვის, არამედ მედიისთვის, საზოგადოებისთვის, ბიზნესისთვის, ევროპული დემოკრატიული პერსპექტივისთვის…

აქვე იმასაც ვიტყვი, რომ დღეს ყველა მდუმარე “ბიზნესმენი” ჩვეულებრივი საბჭოთა სახელისუფლებო ცეხავიკია.

ტვ პირველის მფლობელი ან სახელისუფლებო ტექსტს იტყვის, ან ხაზარაძეს დაემოწმება ფაქტიურად. როგორც ავლიპ ზურაბიშვილი იტყოდა – შუა ბოდბე არ არსებობს…სულ რომ არაფერი თქვას, არ გამოვა და, არა მგონია, აპირებდეს.

ხომ გვახსოვს ისიც, რომ ნიკა გვარამია ტვ პირველის ჟურნალისტებს საყვედურობდა მათ ტელევიზიაზე საზაფხულო( ასე მახსოვს) შეტევის მოგერიების შემდეგ – მეტს რატომ არ საუბრობთო….არც ახლა ექნება ტვ პირველს კოლეგებისგან( ფაქტიურად კონკურენტებისგან – მარტო მედიაკონკურენციას არ ვგულისხმობ) “კონსტრუქციული” დუმილის მოლოდინი)))-წერს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში გიგა კუხალაშვილი დაქორწინდა
შემდეგი სტატიარუსეთში მთავრობის შეურაცხყოფისა და ყალბი ინფორმაციისთვის სასჯელი გაიზარდა