რუსეთს სპეცოპერაცია ცოტათი რომ დაეგვიანა, დასავლეთი მას გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებდა – ალექსანდრე ლუკაშენკო

ევროკავშირი ბელოსრუსს სანქციებს შეუჩერებს

„რუსეთს სპეცოპერაცია ცოტათი რომ დაეგვიანა, დასავლეთი მას გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებდა“, – ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლუკაშენკოს თქმით, უნიპოლარული სამყარო დაინგრევა, რადგან მისი საფუძველი – შეერთებული შტატები – ახლა დამღუპველია.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ცივი ომი დასრულდა, ჩვენ ვიცხოვრებთ ახალ ცივილიზებულ, სამართლიან სამყაროში, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთგაგებასა და საერთაშორისო სამართლის ტრიუმფზე. დასავლეთი კი ასე არ ფიქრობს. დასავლეთმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა რუსეთის განადგურება. ასეთი საშიში მომენტები დასავლეთთან ურთიერთობაში ბელორუსისა და რუსეთის ისტორიაში არ ყოფილა“, – აცხადებს ალექსანდრე ლუკაშენკო.

banner
წინა სტატიაშირუსეთის განცხადებით, მისი მიზანი „დონბასში ადამიანების დაცვაა“ – რისგან იცავთ მათ? სიცოცხლისგან? – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიაჯერ კიდევ ვერ წარმოგვიდგენია რა ხდება მარიუპოლში, ან ვოლნოვახაში. დარწმუნებული ვარ იქ უარესი სურათი დაგვხვდება – ზელენსკი