რუსეთის განცხადებით, მისი მიზანი „დონბასში ადამიანების დაცვაა“ – რისგან იცავთ მათ? სიცოცხლისგან? – პოდოლიაკი

რუსეთის განცხადებით, მისი მიზანი უკრაინაში „დონბასში ადამიანების დაცვაა“. რისგან იცავთ მათ? სიცოცხლისგან? – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსი სამხედროები მარიუპოლში მობილურ კრემატორიუმებში გარდაცვლილთა ცხედრებს წვავენ, ცოცხლად დარჩენილებს კი შიმშილით ხოცავენ.

„რუსეთის განცხადებით, მისი მიზანი უკრაინაში „დონბასში ადამიანების დაცვაა“. ზუსტად ახლა მობილურ კრემატორიუმებში გარდაცვლილი ადამიანების სხეულებს წვავენ მარიუპოლში, რეგიონის მეორე უმსხვილეს ქალაქში. ისინი, ვინც გადარჩნენ, შიმშილით იხოცებიან. რისგან იცავთ მათ? სიცოცხლისგან?“- განაცხადა პოდოლიაკმა

banner
წინა სტატიაშიბლიცკრიგი, რომელსაც დასავლეთი იმედოვნებდა, არ შედგა – პუტინი სანქციებზე
შემდეგი სტატიარუსეთს სპეცოპერაცია ცოტათი რომ დაეგვიანა, დასავლეთი მას გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებდა – ალექსანდრე ლუკაშენკო