რუსეთს „ევროვიზია 2022“-ზე ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა

რუსეთს „ევროვიზია 2022“-ზე ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა.

ამ თემაზე ევროვიზიის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, კლაუდიო ფაზულომ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან განაცხადა, კონკურსის მიმდინარეობისას ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც კონკურსში მონაწილეობენ.

„რუსეთი კონკურსში რ მონაწილეობს, შესაბამისად, თავისი ტერიტორიიდან ხმის მიცემას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა ფაზულომ.

2022 წლის თებერვალში ევროპის მაუწყებელთა კავშირში განაცხადეს, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთი ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს. რუსეთმა კი, ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლიდან ევაკუირებული 100-ზე მეტი ადამიანი ზაპოროჟიაში ჩავიდა
შემდეგი სტატიაეს 4 დღე უქმეა და უნდა ვიყოთ ინფორმაციის გარეშე… მიხეილ სააკაშვილის თხოვნაა, პირადი ექიმი მაინც შეუშვან, რომ მარტო არ იყოს კრიტიკულ ვითარებაში – ხერხეულიძის მიმართვა