ეს 4 დღე უქმეა და უნდა ვიყოთ ინფორმაციის გარეშე… მიხეილ სააკაშვილის თხოვნაა, პირადი ექიმი მაინც შეუშვან, რომ მარტო არ იყოს კრიტიკულ ვითარებაში – ხერხეულიძის მიმართვა

“ეს 4 დღე უქმეა და უნდა ვიყოთ ინფორმაციის გარეშე… მიხეილ სააკაშვილის თხოვნაა, პირადი ექიმი მაინც შეუშვან, რომ მარტო არ იყოს კრიტიკულ ვითარებაში” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ საუბრობს.

განსაკუთრებით მაშფოთებს ის ვითარება, რომ 6 მაისი გახლავთ უქმე დღე, მერე უწევს შაბათ-კვირა, მერე აღმოჩნდა, რომ 9 მაისიც დასვენების დღეა. ფაქტობრივად, 4 დღე უნდა ვიყოთ ინფორმაციის გარეშე და ვერ გავიგოთ მისი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მისი თხოვნა ყველა მედიასაშუალების და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც აწუხებს მისი მდგომარეობა, არის ერთი, რომ ამ პერიოდში თუ კი არ იქნება დაშვებული თუნდაც ჩემი კოლეგების ან ჩემი შესვლა, მედპერსონალი ან პირადი ექიმი მაინც რომ შეუშვან მაგალითად ოთარ თოიძე რომ მარტო არ იყოს. ადამიანი რომ მარტო არ იყოს და კრიტიკულ ვითარებაში გაუწიონ დახმარება. ოღონდ თხოვნა არ მომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ სურვილიდან, ძალიან მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარეობს ეს თხოვნა, – ამბობს ხერხეულიძე.

banner
წინა სტატიაშირუსეთს „ევროვიზია 2022“-ზე ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა
შემდეგი სტატიასაქართველოში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია ედუარდ შევარდნაძის მიერ, თვეში 20 ლარი – დოლიძე