მარიუპოლიდან ევაკუირებული 100-ზე მეტი ადამიანი ზაპოროჟიაში ჩავიდა

BBC-ის ინფორმაციით, მარიუპოლიდან და მისი “აზოვსტალის” ფოლადის ქარხნიდან ევაკუირებული 127 ადამიანი უკრაინის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, ზაპოროჟიაში ​ჩავიდა.როგორც მედია წერს, მათგან ​”აზოვსტალის” ქარხნიდან ევაკუირებული 69 მშვიდობიანი მოქალაქეა, 58 კი მარიუპოლის სხვა რაიონებიდან.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კი აცხადებს, რომ “აზოვსტალის” ქარხნიდან 101 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა – მათ შორის 17 ბავშვია, მათგან ერთი ექვსი თვისაა.

banner
წინა სტატიაშიხორვატიის პრეზიდენტი ფინეთის ნატოში შესვლაზე ვეტოს დადებით იმუქრება
შემდეგი სტატიარუსეთს „ევროვიზია 2022“-ზე ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა