რუსეთმა სირიაში იდლიბზე თავდასხმა განახორციელა

რუსულმა ავიაციამ სირიის პროვინცია იდლიბში მასობრივი თავდასხმა განახორციელა. სირიაში ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო საბჭომ განაცხადა, რომ 13 მარტს განხორციელებული ავიათავდასხმა უკანასკნელი კვირების მანძილზე ყველაზე ძლიერი იყო. მის შედეგად იდლიბში ცენტრალური ციხე დაინგრა, რომელსაც ბოევიკები აკონტროლებდნენ და რომელიც ტერორისტულ ქსელ “ალ-ქაიდას” ეკუთვნოდა. 80 პატიმარი გაიქცა და მიიმალა.

გარდა ამისა, გარდაცვლილია 13 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 6 ბავშვი, დაჭრილია 60 პირი. რუსული თვითმფრინავები დარტყმებს 24 საათის მანძილზე და რამდენიმე ეტაპად ანხორციელებდნენ – წერს “დოიჩე ველე”.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: უკრაინის ნატოში ინტეგრაციისთვის ბევრი ინსტრუმენტი არსებობს
შემდეგი სტატიანობელის პრემიაზე შვედი სკოლის მოსწავლე წარადგინეს