ნობელის პრემიაზე შვედი სკოლის მოსწავლე წარადგინეს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 14, 2019 20:15

ნობელის პრემიაზე შვედი სკოლის მოსწავლე წარადგინეს

მშიდობის დარგში ნობელის პრემიაზე 16 წლის შვედი გრეტა ტუნბერგი წარადგინეს – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ტუნბერგის კანდიდატურა ორმა შვედმა და სამმა ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა წარადგინა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. “ცხადია, ძალიან საპატივცემულო და სასიამოვნოა ასეთ დიდებულ პრემიაზე ნომინირება. ეს წარმოუდგენელია და ცოტა უცნაურიც” – თქვა გოგონამ მედიასთან საუბარში.

16 წლის მოზარდი შვედეთში ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის აგვისტოში, შვედეთის პარლამენტთან მარტო ჩაატარა აქცია გლობალური დათბობის წინააღდმეგ. ის მთავრობისგან კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების დაცვას ითხოვდა. ამის შემდეგ, ტუნბერგი სკოლის მოსწავლეებში ლიდერი გახდა – მოსწავლეები “კლიმატის შესახებ სასკოლო გაფიცვებს” ატარებდნენ.

გასულ წელს ნორვეგიის დედაქალაქში მშვიდობის დარგში ნობელის პრემია კონგოელმა ექიმმა დენის მუკვეგემ და ერაყელმა უფლებადამცველმა ნადია მურადმა მიიღეს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 14, 2019 20:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,664
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics