იენს სტოლტენბერგი: უკრაინის ნატოში ინტეგრაციისთვის ბევრი ინსტრუმენტი არსებობს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თავი აარიდა შეკითხვას, რომელიც ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების გაფართოვების პროგრამაში უკრაინის მონაწილეობას შეეხებოდა და თქვა, რომ არის “ბევრი ინსტრუმენტი რაც უკრაინის ნატოში ინტეგრაციას დაეხმარება”. ალიანსის გენერალურ მდივანს შეკითხვა ბრიუსელში დღეს დაუსვეს, სადაც სტოლტენბერგმა თავისი ყოველწლიური მოხსენება წარადგინა. “როცა საუბარია უკრაინაზე, ჩვენ ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტი გვაქვს” – თქვა გენერალურმა მდივანმა და ჩამოთვალა: წლიური ეროვნული პროგრამა, უკრაინა-ნატოს კომისია და სხვადასხვა პარტნიორული ღონისძიებები.
“ჩვენ ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს, რომელსაც პარტნიორობის გასამაგრებლად ვიყენებთ და რომელიც უკრაინას დაეხმარება ევროალპანტიკურ ინტეგრაციაში” – ხაზი გაუსვა სტოლტენბერგმა.

მან, ასევე, დაადასტურა, რომ უკრაინას ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოთხოზორი-ტატუაშვილის სია გაფართოვდეს
შემდეგი სტატიარუსეთმა სირიაში იდლიბზე თავდასხმა განახორციელა