რუსეთმა მაღალისიზუსტის იარაღების მარაგის 60% უკვე გამოიყენა – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, რუსეთმა მაღალისიზუსტის იარაღების მარაგის 60% უკვე გამოიყენა. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ ისაუბრა.

“ჩვენი მონაცემებით, თუ საუბარია მაღალისიზუსტის იარაღზე, მათ მარაგების 60% უკვე გამოიყენეს. სხვა მონაცემებით, 70%-ზე მეტიც კი. მათ მსგავსი სახის იარაღების გამოყენების ტაქტიკა შეცვალეს. თუ ადრე კონკრეტული ობიექტის წინააღმდეგ 2 ან 4 რაკეტას იყენებდნენ, ახლა ისინი ყურადღებით ირჩევენ სამიზნეს და 8-დან 12-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტას იყენებენ. როგორც ბალისტიკურს, ასევე ფრთოსან რაკეტებს – მიწიდან, ზღვიდან, ჰაერიდან – იმისთვის, რომ სამიზნისთვის მოსახვედრად მზად იყოს”. – ამბობს სკიბიცკი.

ამასთან, სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული მაღალისიზუსტის იარაღების რესურსს მაქსიმალურად იყენებს. მისივე თქმით, რუსეთს ამ ეტაპზე ზემოხსენებული იარაღის მარაგების სწრაფად შევსების შესაძლებლობა არ გააჩნია.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი ეს არის უამრავი ინვესტიცია, ძლიერი ოჯახი, ქართველი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება – ვაშაძე
შემდეგი სტატიაანდრეი რუდენკოს განცხადებით, მოსკოვი კიევთან პატიმრების გაცვლას განიხილავს მას შემდეგ, რაც ჩაბარებულ უკრაინელ მებრძოლებს “განაჩენს გამოუტანენ”