ანდრეი რუდენკოს განცხადებით, მოსკოვი კიევთან პატიმრების გაცვლას განიხილავს მას შემდეგ, რაც ჩაბარებულ უკრაინელ მებრძოლებს “განაჩენს გამოუტანენ”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, იქამდე ვიდრე უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ჩაბარდნენ სასამართლოს წინაშე წარსდგებიან, კიევთან პატიმრების გაცვლის შესახებ განხილვა “ნაადრევი” იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ მოსკოვი კიევთან პატიმრების გაცვლას განიხილავს მას შემდეგ, რაც ჩაბარებულ უკრაინელ მებრძოლებს “განაჩენს გამოუტანენ”.

“მანამდე, ყოველი საუბარი გაცვლაზე ნაადრევია”, – განაცხადა რუდენკომ

აღნიშნული განცხადება მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც აღნიშნა, რომ კიევი პატიმრების გაცვლისთვის მზად იყო და საერთაშორისო პარტნიორებს მოსკოვზე ზეწოლისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა მაღალისიზუსტის იარაღების მარაგის 60% უკვე გამოიყენა – უკრაინის დაზვერვა
შემდეგი სტატიატაბახმელაში რეკრეაციული სივრცე ეწყობა