ევროკავშირი ეს არის უამრავი ინვესტიცია, ძლიერი ოჯახი, ქართველი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება – ვაშაძე

ევროკავშირი და ევროპაში ინტეგრაცია ეს არის ის გაჭირვებული ყოფის ერთხელ და სამუდამოდ დამარცხების შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანაშია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს ქვეყანას ევროპასთან დაახლოების ისტორიული შანსი აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

“2022 წელი უმძიმესი ვითარებით დაიწყო. ჩვენი მტრის, რუსეთის მხრიდან ჩვენს მოძმე ერზე – უკრაინაზე თავდასხმა მოხდა. 21-ე საუკუნეში, ათობით ათასი ადამიანი გაჟლიტა და გენოციდი მოაწყო. ამ უმძიმეს ვითარებაში ჩვენ ისტორიული შანსი მოგვეცა, რომ ევროპასთან დავახლოვდეთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ისტორიულ შანსთან ერთად, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ამ დარბაზში მყოფთ, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ჩვენი ისტორიის, ჩვენი აწმყოს და ჩვენი მომავლის წინაშე გვაქვს.

მეგობრებო, ევროკავშირი ეს არის საქართველოს ეროვნული ენერგიის რეალიზების შესაძლებლობა. ევროკავშირი და ევროპაში ინტეგრაცია ეს არის ის გაჭირვებული ყოფის ერთხელ და სამუდამოდ დამარცხების შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანაშია. ევროკავშირი ეს არის განვითარებული ქალაქი და სოფელი საქართველოში, ევროკავშირი ეს არის უამრავი ინვესტიცია, ძლიერი ოჯახი, ქართველი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება და რაც მთავარია, ევროკავშირში ინტეგრაცია ეს არის გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიადამიანი 14 დღეა ვერ ჭამს და როდემდე გაძლებს ბოლოს და ბოლოს, ძალიან მძიმეა მდგომარეობა – გასაყვანია რაც შეიძლება სწრაფად, რომ გადავარჩინოთ – ალასანია
შემდეგი სტატიარუსეთმა მაღალისიზუსტის იარაღების მარაგის 60% უკვე გამოიყენა – უკრაინის დაზვერვა