რუსეთმა გაეროში უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე გამართული სხდომის ჩაშლა სცადა

რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებსა და ანექსირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული განხილვის ჩაშლა სცადა.

სხდომა საათნახევრით გვიან დაიწყო, რადგან რუსეთის წარმომადგენელი ირწმუნებოდა, რომ მსგავსი დისკუსია არა ნიუ-იორკში, არამედ ჟენევაში უნდა გამართულიყო.

სხდომა შეერთებული შტატების ინიციატივით მოიწვიეს და მასში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეც მონაწილეობდა.

შეხვედრაზე შეერთებული შტატების წარმომადგენელმა რუსეთი უკრაინის კონფლიქტის გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილმა პანკისში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიამარგარეტ ტეტჩერის ტანსაცმელი, სამკაულები და ჩანთები კრისტის აუქციონზე გაიყიდება