გიგლა აგულაშვილმა პანკისში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

12366996_1666729043612096_1822481958_n 12387806_1666729040278763_910448785_n

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა არყის ხისა და ნაძვის სახეობის 1000-მდე ნერგი დარგეს. ნაძვის, არყის ხისა და ფიჭვის სახეობის 12 000-მდე ნერგი, ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობას საჩუქრად გადაეცა. სამინისტროს ინიციატივით, კი ნერგები საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლებს დაურიგდებათ. გამწვანების აქციებს სამინისტრო მომავალი წლის გაზაფხულზე განაახლებს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, პანკისის ხეობაში, ახლო მომავალში სასკოლო სანერგეც შეიქმნება. სკოლის მოსწავლეებს თავად ექნებათ საშუალება იზრუნონ ნარგავების მოვლა-პატრონობაზე.

banner
წინა სტატიაშიახალციხეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კონფერენცია გაიმართა
შემდეგი სტატიარუსეთმა გაეროში უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე გამართული სხდომის ჩაშლა სცადა