მარგარეტ ტეტჩერის ტანსაცმელი, სამკაულები და ჩანთები კრისტის აუქციონზე გაიყიდება

margaret tetcheriმარგარეტ ტეტჩერის კუთვნილი ნივთები ლონდონში, კრისტის აუქციონზე გაიყიდება.

400–ზე მეტ ლოტს შორის იქნება დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრის ტანსაცმელი, სამკაულები და ცნობილი ჩანთები.

თითოეული მათგანის საწყისი ფასი რამდენიმე ათასი გირვანქა სტერლინგია.
margaret tetcher

გასაყიდად არის გატანილი ტეტჩერის საღამოს შავი კაბა, რომელიც მას 70 წლის იუბილეზე ეცვა და არწივის ქანდაკება, რომელიც რკინის ლედის ამერიკის პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა, აჩუქა.

ვაჭრობა 15 დეკემბერს გაიმართება. ის ორგანიზატორებმა მარგარეტ ტეტჩერის 90 წლის იუბილეს დაამთხვიეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა გაეროში უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე გამართული სხდომის ჩაშლა სცადა
შემდეგი სტატიასაქართველოს აზიიდან ინვესტორთა ჯგუფი ეწვევა