რუსეთმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროპარლამენტის ხელმძღვანელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

რუსეთმა ნონ-გრატად გამოაცხადა

რუსეთის ფეედრაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ევროპელი ჩინოვნიკი, მათ შორის ევროპის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა და ევროპარლამენტის ხელმძღვანელი დავიდ სასოლი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყება ევროკავშირს “რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ არალეგიტიმული ცალმხრივი სანქციების” დადებაში ადანაშაულებს.
“მხოლოდ 2021 წლის მარტში ევროკავშირის არასამართლიანი სანქცია რუსეთის ექვს მოქალაქეზე გავრცელდა” – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთმა საპასუხოდ ევროკავშირის ექვს მოქალაქეს დაადო სანქცია, რომელთა შორის დავიდ სასოლი და ვერა იუროვა მოხვდნენ. დღეიდან მათ რუსეთში შესვლა ეკრძალებათ.

banner
წინა სტატიაშისამნიძე ვაშაძის განცხადებაზე: ყველას საკუთარი სტრატეგია აქვს
შემდეგი სტატიაპორტუგალიაში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი გაიხსნა