პორტუგალიაში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი გაიხსნა

პორტუგალიაში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი გაიხსნა

მსოფლიოში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი ჩრდილოეთ პორტუგალიაში, ქალაქ აროკასთან გაიხსნა – ამის შესახებ სააგენტო reuters-ი წერს. ხიდი პარკ აროკაში, მთებს შორის არის აღმართული და მისი სიგრძე 516 მეტრია, ჩამოკიდებულია 175 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე პაივაზე. აროკა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
ხიდს ორი წელი აშენებდნენ და ის 2,3 მილიონი ევრო დაჯდა. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ კოვიდ-19-ის შედეგად განადგურებულ ეკონომიკას ხიდი გარკვეულწილად დაეხმარება აღდგენაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროპარლამენტის ხელმძღვანელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა
შემდეგი სტატიაცერცვაძე: საბედნიეროდ, ინდური შტამი საქართველოში ჯერ არ გავრცელებულა, მაგრამ რაღაც დროს ალბათ გავრცელდება