რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის გააქტიურებას ცდილობს – მოტუზიანიკი

რუსული ჯარები ცდილობენ გაზარდონ შეტევის ტემპი აღმოსავლეთ უკრაინაში, – ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.

„რუსული ჯარების სარდლობა ცდილობს გაზარდოს შეტევითი ოპერაციის ტემპი აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. „დონეცკისა“ და „ლუგანსკის“ ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მისასვლელად“, – განაცხადა მოტუზიანიკმა.

მისი თქმით, მტერი განაგრძობს ხარკოვზე საჰაერო და საარტილერიო დარტყმებს.

„იზიუმის მიმართულებით დამპყრობლები ცდილობენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. ამ მიზნით, მტერი ახორციელებს საარტილერიო დაბომბვას. კრივი-რიჰის მიმართულებით მტერმა საარტილერიო ცეცხლი გახსნა“, – დასძენს ალექსანდრე მოტუზიანიკი.

მოტუზიანიკმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის ფლოტის ხომალდები შავ და აზოვის ზღვებში აგრძელებენ დავალებების შესრულებას და ცდილობენ დაზვერვის ჩატარებას. არ არის გამორიცხული უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში რუსეთის საზღვაო ძალების გემების ფლოტის ჩართვა.

banner
წინა სტატიაშიფოთში 26 მაისის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათუ ვინმე მიიჩნევს, რომ ევტუშენკოვთან ნაცნობობის გამო შეიძლება საქართველოს მოქალაქე სანქციებს დაექვემდებაროს, იგივე უნდა თქვას ბაიდენთან დაკავშირებით – სარჯველაძე