თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ევტუშენკოვთან ნაცნობობის გამო შეიძლება საქართველოს მოქალაქე სანქციებს დაექვემდებაროს, იგივე უნდა თქვას ბაიდენთან დაკავშირებით – სარჯველაძე

„თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ევტუშენკოვთან ნაცნობობის გამო შეიძლება საქართველოს რომელიმე მოქალაქე სანქციებს დაექვემდებაროს, მაშინ იგივე უნდა თქვას ბაიდენთან დაკავშირებით, ბატონ კუბილიუსს ჰკითხეთ, ბაიდენიც მოიაზრება თუ არა სანქციების რისკის ქვეშ“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ბაიდენის ადმინისტრაციასა და ევტუშენკოვს შორის კავშირის შესახებ დასავლური მედიით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ელოდება ოპოზიციის განცხადებებს ბაიდენის დადანაშაულებასთან დაკავშირებით, რომ ის ოლიგარქია, ცუდად მართავს ქვეყანას და დემოკრატიულ ცივილიზაციას უპირისპირდება.

„ბატონ კუბილიუსს უნდა დაუსვათ კითხვა, ბაიდენიც მოიაზრება თუ არა ამ სანქციების რისკის ქვეშ. მედიიდან რა ინფორმაციაც გავარკვიე, საუბარია იმის თაობაზე, რომ ბაიდენის ოჯახს აქვს პირადი ნაცნობობა და ახლო ურთიერთობა ევტუშენკოვთან. კარგი იქნება, თუ ვიქნებით მეტად ლოგიკურად თანმიმდევრულნი, როდესაც შეფასებებს ვაკეთებთ და არ ვიხელმძღვანელებთ ორმაგი სტანდარტებით. თუ ვინმე თვლის, რომ ევტუშენკოვთან ნაცნობობის გამო შეიძლება საქართველოს რომელიმე მოქალაქე სანქციებს დაექვემდებაროს, მაშინ იგივე უნდა თქვას ბაიდენთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის გააქტიურებას ცდილობს – მოტუზიანიკი
შემდეგი სტატიასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდნენ