ფოთში 26 მაისის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26 მაისის ქუჩაზე, გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის პირველი ფენის დაგების სამუშაოები.
ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები ასფალტო-ბეტონის საფარით, სანიაღვრე არხები, ბორდიურები და გადასასვლელი ხიდბოგირები. სარეაბილიტაციო სამუშაოები 19 მაისს დასრულდება და სრული ღირებულება 1 175 783 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად დაათვალიერა.
პარალელურად, დაწყებულია წმინდა ნინოს და ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლის დრამატულ თეატრში 600 ადამიანი დაიღუპა – მედია
შემდეგი სტატიარუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის გააქტიურებას ცდილობს – მოტუზიანიკი