რუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა – გაერო

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

ქვეყნიდან გასულთა უმეტესი ნაწილი ქალი და ბავშვია, რადგან 18-დან 60 წლამდე კაცებს ქვეყნის დატოვება საომარი მდგომარეობის დროს ეკრძალებათ.

უწყების ცნობით, უკრაინაში ამჟამად 15,7 მილიონ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება. ასიათასობით ადამიანს არ აქვს წვდომა წყალზე და ელექტროენერგიაზე.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო დღეს სვეტიცხოველში ერეკლე II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის
შემდეგი სტატიალუგანსკში დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და ბავშვი