საპატრიარქო დღეს სვეტიცხოველში ერეკლე II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის

საქართველოს საპატრიარქო დღეს, 12:00 საათზე, სვეტიცხოველში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.

ამასთან დაკავშირებით შეტყობინება ტაძრების ხელმძღვანელებს საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა.

“შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი. გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს”, – წერს საპატრიარქო

banner
წინა სტატიაშიკრწანისში რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო
შემდეგი სტატიარუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა – გაერო