ლუგანსკში დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და ბავშვი

ლუგანსკის ოლქში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და ბავშვი. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

“3 ივნისს, ქალაქ გორსკოეში რუსული არმიის დაბომბვისას დედა-შვილი დაიღუპა. ქალაქ ზოლოტეში კიდევ ერთმა მკვიდრმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. ასევე, ცნობილი გახდა სამი დღის წინ გარდაცვლილი გორსკოეს მკვიდრის შესახებ”, – ამბობს გაიდაი.

მანვე აღნიშნა, რომ სევეროდონეცკში არიან დაშავებულები. გაიდაის თქმით, ოკუპანტებს დიდი დანაკარგები აქვთ, თუმცა შტურმს აგრძელებენ.

“კიდევ ერთხელ სცადეს დასახლებულ პუნქტებს შორის კავშირის გაწყვეტა, ხიდი დაბომბეს. ერთ-ერთი ჭურვი გუშინ ბინას მოხვდა, საბედნიეროდ, იქ მყოფი მამა-შვილი უვნებელი გადარჩა. ჩვენმა სამხედროებმა ისინი ქალაქგარეთ, უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს”, – თქვა სერგეი გაიდაიმ.

მისივე ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში სულ მცირე 6 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა, 8 სახლი გორსკში, 7 – ნოვოივანივკაში და 6 ვრუბივკაში.

წინა სტატიაშირუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა – გაერო
შემდეგი სტატიასევეროდონეცკში დაკარგული ტერიტორიის დაახლოებით 20% დავიბრუნეთ – გაიდაი