რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი – მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი დაცემის შემდეგ აფეთქდა

მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი დაცემის შემდეგ აფეთქდა, – ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა.
„გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ვარდნის მომენტში თვითმფრინავს ცეცხლი არ ეკიდა, აფეთქება ჩამოვარდნის შემდეგ მოხდა“, – განაცხადა პეტრენკომ.
ამასთან, სახელმწიფოთაშორისო საავიაციო კომიტეტის ინფორმაციით, ადგილზე ორივე ე.წ. შავი ყუთია ნაპოვნი.
„შავი ყუთების“ ჩანაწერების შინაარსი დაეხმარება ექსპერტებს ფრენის ისტორიის დეტალურად აღდგენაში და ჩამოვარდნის მიზეზის დადგენაში“, – დასძინა პეტრენკომ.

banner
წინა სტატიაშიგორში ერთ-ერთი მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაკომპანია „ბადაგონის“ ადვოკატი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს