გორში ერთ-ერთი მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთი პირი: 1997 წელს დაბადებული ა.დ. ცხელ კვალზე ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ,,თაიმერს” შსს-დან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს ბრალდებული ქალაქ გორში, სტალინს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში შეიჭრა და იარაღის მუქარით ფულს და მობილურ ტელეფონს დაეუფლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას გატაცებული მობილური ტელეფონი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – არ მგონია, რომ ტაქსების რეგულაციები სამუშაო ადგილებს შეამცირებს
შემდეგი სტატიარუსეთის საგამოძიებო კომიტეტი – მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი დაცემის შემდეგ აფეთქდა