კომპანია „ბადაგონის“ ადვოკატი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

კომპანია „ბადაგონის“ ადვოკატი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, უწყებამ მიზანმიმართულად გაავრცელა არასწორი ფაქტები.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, სახელმწიფო უწყებები ხელოვნურად ცდილობენ „ბადაგონის“ გაკოტრებას.

ადვოკატის თქმით, მოსამართლის განჩინების მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებები კომპანიაში უნდა ჩაეტარებინათ გამომძიებლებს, ხოლო ფინანსური პოლიციის შესვლის დროს დოკუმენტები IT მენეჯერებმა ამოიღეს.

„მივმართე მთავარ პროკურატურას და მოვითხოვე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ყველა იმ 5 პირის მიმართ, რომლებმაც ეს ვანდალური აქტი ჩაიდინეს და თუ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყება უმოკლეს დროში, მე ჩავთვლი, რომ საქართველოს პროკურატურა და ფინანსური პოლიცია მოქმედებდნენ ერთად, რათა გაანადგურონ კომპანია „ბადაგონი,“ – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

პარალელურად კი, დღეს დავით ბეჟუაშვილის ადვოკატი აპირებს, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანოს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგამოძიებო კომიტეტი – მოსკოვთან ახლოს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი დაცემის შემდეგ აფეთქდა
შემდეგი სტატია“თუ ქართული სასამართლო იტყვის, რომ მინისტრს არ აქვს უფლება ექსტრადიცია განახორციელოს, ამით ეს საქმე დაიხურება”- წულუკიანი ჩაბუქის საქმეზე