რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართვა უკრაინელებისთვის გამარჯვების დღის მილოცვის შესახებ არის „ცინიზმის მწვერვალი“ – პოდოლიაკი

„რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართვა უკრაინელებისთვის გამარჯვების დღის მილოცვის შესახებ არის „ცინიზმის მწვერვალი“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, სიტყვებს „ნაციზმის აღორძინების პრევენციის შესახებ“ სხვა არავინ ლაპარაკობს, თუ არა თავად „თანამედროვე რუსული ნაციზმის მამა“. კრემლის მეთაური სიტყვით მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველ დღე სასტიკად და მიზანმიმართულად იღუპებიან რუსული რაკეტებით, „სამყაროების იდეალური გაყოფის“ დემონსტრირებას ახდენს.

როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, რუსეთი და მისი „პოლიტიკური ელიტა“ ავლენს „პროპაგანდისტული მითებით მოცულობითი კოლექტიური შეპყრობის“ ფენომენს.

banner
წინა სტატიაშირუსეთისთვის აშშ-ის ახალი, მკაცრი სანქციები ახლოვდება – კულება
შემდეგი სტატიასააკაშვილის მთავარ პრობლემას მისი გარემოცვა წარმოადგენს, რომელიც მას ილუზიებში აცხოვრებს – ჩიხელიძე