სააკაშვილის მთავარ პრობლემას მისი გარემოცვა წარმოადგენს, რომელიც მას ილუზიებში აცხოვრებს – ჩიხელიძე

„ოპოზიციის დღის წესრიგი საკმაოდ მწირია, საკანონმდებლო საქმიანობის ნაცვლად მათ ყოველდღიურობად სააკაშვილზე სწორება და მისი ციხიდან დახსნა იქცა“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნას კონკრეტიკა აკლია:

„ოპოზიცია საკუთარ ამომრჩეველს დღითი დღე შორდება, ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ოპოზიციის რეიტინგი სტაგნაციას განიცდის, მათ კი სწორი დასკვნები ვერ გააკეთეს, რაც მათი რეიტინგის კიდევ უფრო დიდ კლებას გამოიწვევს. პარტიას რომელიც შორდება საკუთარ ამომრჩეველს, მომავალი არ აქვს!

რაც შეეხება სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნას, მოთხოვნას აკლია კონკრეტიკა, რაც მის არასერიოზულობას უსვამს ხაზს. სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მიუკერძოებელი ექიმი უნდა საუბრობდეს და არა მისი ინტერესებს გამტარებელი მედიცინის მუშაკი. სააკაშვილის მთავარ პრობლემას მისი გარემოცვა წარმოადგენს, რომელიც მას ილუზიებში აცხოვრებს. დროა მიხეილს ტკბილი ზღაპარი, მკაცრი რეალობით შეუცვალონ და შეეგუოს აზრს, რომ სააკაშვილს ციხეში ყოფნა დიდი ხნით მოუწევს!“ – აცხადებს ჩიხელიძე.

banner
წინა სტატიაშირუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართვა უკრაინელებისთვის გამარჯვების დღის მილოცვის შესახებ არის „ცინიზმის მწვერვალი“ – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიათეთრი სახლის განცხადების მიხედვით, შემდგომი სანქციები დაწესდება რუსეთის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფ მედიაზე