რუსეთისთვის აშშ-ის ახალი, მკაცრი სანქციები ახლოვდება – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას კულება ,,ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.

ბლინკენმა და კულებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ისაუბრეს.

,,ევროპაში გამარჯვების დღეს, მე და ენტონი ბლინკენმა უკრაინის გამარჯვების მოსაახლოვებლად შემდგომ ნაბიჯებს კოორდინირება გავუწიეთ. რუსეთისთვის აშშ-ის ახალი, მკაცრი სანქციები ახლოვდება. განვიხილეთ უკრაინის სურსათის ექსპორტის განბლოკვისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზები”, – წერს კულება​​.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ამერიკელი დიპლომატები კიევში დაბრუნდნენ
შემდეგი სტატიარუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართვა უკრაინელებისთვის გამარჯვების დღის მილოცვის შესახებ არის „ცინიზმის მწვერვალი“ – პოდოლიაკი