რუსეთი სირიაში საომარ მოქმედებებეს აგრძელებს

რუსული მედიის ცნობით, რუსეთი სირიაში საომარ მოქმედებებეს აგრძელებს.


როგორც შოიგუს უწყებაში აცხადებენ, რუსეთის სამხედროებმა სირიაში ტერორისტების კუთვნილი ასობით სამიზნე გაანადგურეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ კვირას სირიაში ტერორისტების 650-მდე პუნქტი განადგურდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის ნაღმის გაწმენდის სპეციალისტებმა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დეირ ეზ ზორში 33 ჰექტარი ფართობი, 6 კილომეტრიანი გზა და 35 ობიექტი ასაფეთქებელი ნივთიერებებისგან გაწმინდეს, ხოლო ამის პარალელურად ამ ოპერაციების დროს განაღმულ იქნა 963 ბომბი.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის მხარდამჭერებმა ,,როშენის,, ბლოკირება დაიწყეს
შემდეგი სტატიაბათუმისკენ მიმავალი მიკროავტობუსიდან ექვსი არასრულწლოვანი გადმოვარდა