სააკაშვილის მხარდამჭერებმა ,,როშენის,, ბლოკირება დაიწყეს

როგორც უკრაინული რდას დეპუტატი პარტია ,,სამოპომიჩიდან,, ვიქტორ სობოლევი აცხადებს, ქვეყნის მასშტაბით სამოქალაო აქტივისტები, რომლებიც სააკაშვილის ინიციატივას ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნაზე, უჭერენ მხარს, პრეზიდენტ პოროშენკოს საკონდიტრო კომპანიის ,,როშენის,, ბლოკირებას იწყებენ.


,,აქტივისტებმა ადგილობრივი მოსახლეობის მხარადჭერით დაიწყეს კიევის ოლქში იაგოტინეში ,,როშენის,, ლოჯისტიკური ცენტრის ბლოკირება. გადაკეთილია ვინიცაში ,,როშენის,, ქარხანასთან მისასვლელი. ხვალიდან კი ,,როშენის,, მაღაზიების ბლოკირება დაიწყება… ვიწყებთ, უიარაღოდ,უხმაუროდ, მშვიდად და ორგანიზებულად. ჩვენ ხვალიდან მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ არც ერთი გრივნა არ დახარჯონ პოროშენკოს მაღაზიებში. თუ ჩვენს პრეზიდენტს არ ესმის კანონის ხმა, გონების ხმა, ეიზლება ფინანსურმა დანაკარგებმა ის აზრზე მოიყვანოს,, აცხადებს სობოლევი.როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ,,როშენის,, ობიექტებთან პოროშენკოს საწინააღმდეგო აქციები ,,იმუშავე ან ივაჭრე,,-ს ლოზუნგით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისოციალურ ქსელში გაგრის გაპარტახებული ინფრასტრუქტურის ამსახველი ვიდეო გამოჩნდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიარუსეთი სირიაში საომარ მოქმედებებეს აგრძელებს