ბათუმისკენ მიმავალი მიკროავტობუსიდან ექვსი არასრულწლოვანი გადმოვარდა

აჭარაში, ბათუმისკენ მიმავალი მიკროავტობუსიდან ექვსი არასრულწლოვანი გადმოვარდა. შემთხვევა ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ გობრონეთთან მოხდა. ექიმების თქმით, საშუალო სიმძიმისაა ერთი მოზარდის მდგომარეობა , მას გვიან ღამით თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება კიდევ ორი მოზარდი.

ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები ხულოში, სხალთის ხეობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მათთან ერთად იყვნენ პედაგოგები და მშობლები.

წინასწარი ინფორმაციით, ბავშვები თამაშობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, კარის გამღები გაწიეს და გზის სავალ ნაწილზე ჩავარდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშირუსეთი სირიაში საომარ მოქმედებებეს აგრძელებს
შემდეგი სტატიათბილისის ინტერპოლმა გერმანიის ქალაქ, ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა