რუსეთი სირიაში საჰაერო დარტყმებს ირანის ავიაბაზიდან განახორციელებს

რუსეთი სირიაში ავიდარტყმებს ირანის სამხედრო ბაზიდან განახორციელებს. ირანის ჰამედანის ავიაბაზაზე უკვე განლაგდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ტუ-22-ემ3-ის ტიპის თვითმფრინავები. რუსული მედიის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფების “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების წინააღმდეგ ავიადარტყმების განსახორციელებლად ავიაბაზის გამოყენებაზე თანხმობა თეირანმა განაცხადა.

ირანის ტერიტორიაზე სამხედრო თვითმფრინავების დისლოკაცია რუსეთის ძალებს ფრენის დროის 60 პროცენტით შემცირების საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო “ინტერფაქსი” წერდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ერაყსა და ირანს ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად მათი საჰაერო სივრცის გამოყენების თხოვნით მიმართა. რაკეტების “კალიბრის” გაშვება კასპიისა და ხმელთაშუა ზღვებში განთავსებული გემებიდან სამხედრო წვრთნის ფარგლებში იგეგმება. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, სწვალება 15 აგვისტოს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობის განხორციელების გამარტივებული შესყიდვის წესით დამტკიცების საკითხს განიხილავს
შემდეგი სტატიამთაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის პენსიასა და სოციალურ პაკეტზე დანამატის დანიშვნა მნიშვნელოვნად გამარტივდება