მთაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის პენსიასა და სოციალურ პაკეტზე დანამატის დანიშვნა მნიშვნელოვნად გამარტივდება

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

მთაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის პენსიასა და სოციალურ პაკეტზე დანამატის დანიშვნის პროცედურის მნიშვნელოვნად გამარტივდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა „მთის კანონთან“ დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთაში მცხოვრები მოსახლეობა დამატებითი სოციალური პროგრამებით სარგებლობს.

„ჩვენ მთაში მცხოვრები მოსახლეობის დამატებითი სოციალური უზრუნველყოფა დავისახეთ მიზნად. დღეს უკვე სარგებლობენ ამ პროგრამით მრავალშვილიანი და ახალშექმნილი ოჯახები, ხოლო 1 სექტემბრიდან დამატებითი შეღავათებით ისარგებლებენ უკვე პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები, ხოლო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მეწარმეები მთიან რეგიონებში. დღეს ჩვენ გამოგვაქვს დასამტკიცებლად მთაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისათვის დანამატის დანიშვნის პროცედურის მნიშვნელოვნად გამარტივება, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერები მოვხსნათ ამ მიმართულებით, პენსიონერებმა და სოციალური პაკეტით მოსარგლებლეებმა ძალიან ადვილად მიიღონ დამატებითი შეღავათები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი სირიაში საჰაერო დარტყმებს ირანის ავიაბაზიდან განახორციელებს
შემდეგი სტატიაპროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება