მთავრობა ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობის განხორციელების გამარტივებული შესყიდვის წესით დამტკიცების საკითხს განიხილავს

მთავრობა ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობის განხორციელების გამარტივებული შესყიდვის წესით დამტკიცების საკითხს განიხილავს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც იქ მოსახლეთა დამაგრებისთვის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის.

„ასევე, ვფიქრობთ, აეროდრომი ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს რაჭაში ტურიზმის განვითარებას. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ აეროდრომოს სამუშაო მდგომარეობამდე მიყვანას და წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. შესაძლოა ტერმინალის იმ მდგომარეობამდე მიყვანაც, რომ მგზავრების მიღება მოხერხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩქარა განხორციელდეს და ამიტომ, გამარტივებული შესყიდვის წესით გამოგვაქვს აეროდრომის მშენებლობა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის აეროპორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება
შემდეგი სტატიარუსეთი სირიაში საჰაერო დარტყმებს ირანის ავიაბაზიდან განახორციელებს