რუსეთი ახორციელებს ჯარების გადაჯგუფებას და ემზადება ფართომასშტაბიანი შეტევისთვის – ვადიმ სკიბიცკი

რუსული არმია ჯარების გადაჯგუფებას ახდენს და ყველა მიმართულებით ცდილობს დაადგინოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე დაუცველი ადგილები, რათა დაიწყოს ფართომასშტაბიანი შეტევა და გააძლიეროს თავისი წარმატება, პირველ რიგში დონეცკის საოპერაციო ზონაში, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

„მტერი ამჟამად ახორციელებს ჯარების გადაჯგუფებას. ყველა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, რომელიც მანამდე იყო კონცენტრირებული ბელორუსის ტერიტორიაზე, ახლა გადადის აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსეთი ახლა ყველა მიმართულებით ცდილობს დაადგინოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე დაუცველი ადგილები, რათა დაიწყოს ფართომასშტაბიანი შეტევა და გააძლიეროს თავისი წარმატება, პირველ რიგში დონეცკის საოპერაციო ზონაში“, – განაცხადა სკიბიცკიმ.

banner
წინა სტატიაშიესტონეთი ქვეყანაში არ შეუშვებს რუს და ბელარუს კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის აგრესიას და ვლადიმერ პუტინის ქმედებებს
შემდეგი სტატიასტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერი კონფიგურაციით თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რითაც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება ხდება შესაძლებელი – სარჯველაძე